LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს

1551

თინა ხიდაშელს ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა “რუსთავი 2“-ის ეთერში ჭიათურასა და ზესტაფონში ონკოლოგიური დაავადებების პრობლემის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ჩემთვის ეს თემა განსაკუთრებით ახლობელია მე თვითონ შარშან დამისვეს ეს დიაგნოზი და ამიტომ ყველაზე კარგად ვიცი მისი შედეგებიც, მიზეზებიც და პრობლემების მოგვარების გზებიც,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია ამ რეგიონის მოსახლეობას ონკოლოგიური მიმართულების სპეციალურ პროგრამებს სთავაზობს და ეს არის მათი მთავარი გზავნილი.

„მთავარია, რომ ხელები არ უნდა დაიბანოს ხელისუფლებამ. ამ 4 წლის მანძილზე, ისე როგორც მანამდე სახელწმიფოს ხელები ჰქონდა დაბანილი რეგიონში არსებულ პრობლემებზე,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ონკოლოგიური დაავადებების მასშტაბით ზესტაფონი საქართველოში ნომერ პირველი ქალაქია, ადგილობრივები ამბობენ, რომ ჰაერი ძალიან არის დაბინძურებული, რასაც ფერო-შენადნობი ქარხნების მუშაობას აბრალებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები