LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თინეიჯერობიდან“ მოყოლებული „აირსოფტს“ თამაშობს, გუნდური საბრძოლო სპორტული თამაშია, სათამაშო იარაღებით – უჩას სახლში ამოღებული იარაღებიდან ორის გარდა, რომელიც მასზეა რეგისტრირებული, სათამაშო იარაღია – სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს“ – რას წერს ანა აბაშიძე სამხედრო ბლოგერის დაკავებაზე

225
ანა აბაშიძე და უჩა აბაშიძე

გრაფიკოსი დიზაინერი ანა აბაშიძე გუშინ, სამხედრო ბლოგერისა და აიტი ტექნოლოგიების სპეციალისტის, უჩა აბაშიძის დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბლოგერს მხარდაჭერას უცხადებს.

როგორც ანა აბაშიძე საკუთარ facebook სტატუსში წერს, უჩა თავისი „თინეიჯერობიდან“ მოყოლებული, 20+ წელია რაც „აირსოფტს“ თამაშობს და მასთან ერთად, თავადაც არაერთხელ უთამაშია.

აბაშიძე ხსნის საბრძოლო სპორტული თამაშის – „აირსოფტის“ შინაარსს და წერს, რომ დაკავებული ბლოგერის სახლიდან ამოღებული იარაღის უმეტესი ნაწილი, ნამდვილ იარაღთან მიმსგავსებული სათამაშოს ნაწილია, ხოლო დანარჩენი ორი კი მასზე რეგისტრირებული:

„უჩა აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებს“ – ომბუდსმენის რწმუნებულებმა გასულ ღამეს დაკავებულები მოინახულეს

„6 წელია აირსოფტს ვთამაშობ. რვა წლის ასაკიდან მოყოლებული დღემდე, კომპიუტერულ თამაშებში ყველაზე მეტად შუთერები მიყვარს.

უჩა თავისი თინეიჯერობიდან მოყოლებული, ანუ 20+ წელია რაც აირსოფტს თამაშობს, ხოდა მეც დიდი გოგო რომ გავიზარდე, შემომთავაზა 24/7 შუთერებს რომ თამაშობ მოდი რეალობაში ითამაშეო.

უჩამ მაჩუქა აირსოფტის სათამაშო იარაღი მთელი ეკიპირებით (სათვალე, მჭიდები, კამუფლაჟი, ხელთათმანები და ა.შ)

ვინც არ იცით რა არის აირსოფტი:

აირსოფტი არის გუნდური საბრძოლო სპორტული თამაში, სათამაშო იარაღებით. შინაარსობრივად იგივეა რაც პეინტბოლი, ოღონდ არ ხდება საღებავების სროლა, არამედ იარაღი ისვრის 6მმ მჩატე, პლასტმასის, ბიოდეგრადირებად ტყვიებს. (ეგენიც ამოიღეს) აირსოფტის იარაღი არის ვიზუალურად ნამდვილის კოპია, თუმცა სათამაშოა, ბატარიის გარეშე არ მუშაობს. ნამდვილ ტყვიას ვეეერ გაისვრის.

უჩას სახლში ამოღებული იარაღებიდან ყვეეელააა ორის გარდა იყო აირსოფტის სათამაშო იარაღი (ჩემი იარაღის ნაწილიც წაიღეს, უჩასთან მქონდა გასაკეთებლად დატოვებული)

ის ორი ნამდვილი იარაღი კი უჩას სახელზეა რეგისტრირებული (სერიული ნომრები ვიდეოში გაბლარული რომ იყო ეგენია)

ვიღაცეები წერდნენ ტყვია თუ შიშველ კანზე მოგხვდა დაგასახიჩრებსო, ფოტოებს გადახედეთ შიშველ მოთამაშეს ხედავთ ვინმეს?

აირსოფტი როგორც უკვე ვახსენე არის ს პ ო რ ტ უ ლ ი თამაში. შესაბამისად აქვს თავისი ჩაცმის/აღჭურვის წესები. სათვალის გარეშე არავინ, არაააავიიინ არ თამაშობს. (თუ რაიმე მიზეზის გამო სათვალის მოხსნა გიწევს უსაფრთხო ადგილას მიდიხარ და იქ იხსნი, და არა შუა ომობანაში ყველა მხრიდან რომ ისვრიან)

ახლო მანძილიდან მოხვედრილი ტყვია მწარეა მაგრამ ზუსტად 2 წამით. ასევე 6 საათიანი ომობანას თამაშისას კი ხანდახან პატარა დაზიანებები შეიძლება მიიღო თუმცა დაზიანებების მიღება არცერთი ს პ ო რ ტ ი ს თ ვ ი ს არ არის უცხო ამბავი.

ამ წლების მანძილზე რამდენი თამაში მითამაშია ვერ დავთვლი. (წელიწადში 20 მაინც). არანაირი სერიოზული ფიზიკური დაზიანებები არ მიმიღია.

სასაცილოა ეს ყველაფერი, სატირალი რომ არ იყოს.

#თავისუფლებაუჩას #არარუსულმთავრობას“. – წერს ანა აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სამართალდამცველების რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამხედრო ბლოგერი, უჩა აბაშიძე საკუთარ სახლში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენილ კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

შსს ბლოგერ უჩა აბაშიძის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

6 წელია აირსოფტს ვთამაშობ. რვა წლის ასაკიდან მოყოლებული დღემდე, კომპიუტერულ თამაშებში ყველაზე მეტად შუთერები მიყვარს 😁…

Posted by Ana Abashidze on Thursday 9 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g