ამ დღეებში, აშშ-ის კინოფილმების ეროვნულმა რეესტრმა 25 ფილმის სახელწოდება გამოაქვეყნა, რომლებიც ამერიკის ეროვნული საგანძურის წოდება მოიპოვეს.
რეიტინგში შემდეგი ფილმები მოხვდა: ჯეიმს კემერონის ტიტანიკი, „კერკეტი კაკალი“ ბრიუს უილისის მონაწილეობით, „სუპერმენი“, სპარტაკი“, „ოცნებების მდელო“ და ა.შ. ყველაზე ახალი მათ შორის კრისტოფერ ნოლანის „გახსოვდეს“ არის, რომელიც 2000 წელს გამოვიდა.
შეგახსენებთ, რომ 1988 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად დაახლოებით 20-25 ფილმს ეროვნული საგანძურის წოდება ენიჭება. მთავარი კრიტერიუმი ის არის, რომ ის მინიმუმ 10 წლის სიძველის უნდა იყოს. საერთო ჯამში, ამ დროისთვის ამ ტიტულს 700-ზე მეტი ფილმი ატარებს.