LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიტანიკი II ისტორიული მარშრუტის გასავლელად ემზადება

122

ტიტანიკი II ისტორიული მარშრუტის გასავლელად ემზადება. ახალი ტიტანიკი თავის მოგზაურობს 2022 წელს დაიწყებს და ის ზუსტად იმ გზას გაივლის, რომელიც წლების წინ მის წინამორბედს უნდა გაევლო. 2 კვირიანი კრუიზი დუბაიდან დაიწყება და საუსჰემპტონში დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული გემი 1912 წლის 12 აპრილს ატლანტის ოკეანეში, აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა. რაც შეეხება ახალ ხომალდს, ის ჩინეთში აიგო და მის ბორტი 2400 მგზავრისა და 900-მდე მომსახურე პერსონალისგან შეივსება. სიახლე თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ძველი დიზაინის მიქსი იქნება, თუმცა გემზე არ იქნება ინტერნეტი. რაც ყველაზე საინტერესოა, იდეის ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ აისბერგთან შეჯახების სიმულაციაც გააკეთონ, რაც სკეპტიკოსებს დიდად არ მოსწონთ, თუმცა, ისტორიული ატმოსფეროს გასაცოცხლებლად ამის გაკეთება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები