LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტიტანიკის“ მგზავრის საათი 98 ათას ფუნტად გაიყიდა

32
3465463465

ბრიტანეთში აუქციონზე ლეგენდარული გემის „ტიტანიკის“ მგზავრების პირადი ნივთები გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ლოტი გახდა ჯიბის საათი, რომელიც ოსკარ სკოტ ვუდის ეკუთვნოდა. ოსკარი „ტიტანიკის“ ჩაძირვის დროს დაიღუპა. მისი საათი კი ატლანტის ოკეანიდან კატასტროფიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამოიღეს და მის ქვრივს გადასცეს.

გარდა საათისა, დიდი მოთხოვნა იყო პირველი კლასის მენიუზე, რომელშიც უცნობმა კოლექციონერმა 50 ათასი ფუნტი გადაიხადა.

პირველი კლასის მგზავრთა სიაში კი 41 ათასი გადაიხადეს. ასევე დესერტის თეფშში – 20 ათასი, ხოლო მენიუს ერთ გვერდში – 21 ათასი.

აღსანიშნავია, რომ ტიტანიკთან დაკავშირებული ნივთები წინა წლებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაგალითად, 2017 წელს პირველი კლასის მგზავრის ბეწვის ქურქი 150 ათას ფუნტად, ხოლო ერთ-ერთი მგზავრის ოსკარ ჰოლვერსონის წერილი 126 ათასად შეფასდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები