LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიტანიკთან ჩასვლას კიდევ ერთი მილიარდერი აპირებს

137
larry-connor-ohio-billionaire-pl

კომპანია OceanGate-ის ბატისკაფი Titan-ის ჩაძირვიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ „ტიტანიკის“ სანახავად კიდევ ერთი მილიარდერი მიემართება. ამის შესახებ New York Post წერს.

ლეგენდარული ხომალდის დასათვალიერებლად, ოკეანეში 3,8 ათასი მეტრის სიღრმეზე ჩასვლა ამერიკელმა ლარი კონორმა გადაწყვიტა. როგორც ის აცხადებს, თავისი ექსპედიციით მსგავსი ღონისძიებების უსაფრთხოების დამტკიცებას აპირებს.

კონორი, რომელიც უძრავი ქონების სფეროში ინვესტიციებითაა დაკავებული, ამბობს რომ ფირმა Triton Submarines ერთ-ერთ მფლობელთან, პატრიკ ლეჰისთან ერთად „ტიტანიკს“ ორადგილიანი ბატისკაფით ჩააკითხავს. „მე მსურს მსოფლიოს დავუმტკიცო, რომ მართალია ოკეანე წარმოუდგენლად ძლიერია, მას შეუძლია საოცარი და სასიამოვნოც იყოს. სწორად მოპყრობის შემთხვევაში, მას თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია,“ – ამბობს კონორი.

ლეჰიმ ბატისკაფი Triton 4000/2 Abyssal Explorer 10 წლიანი მუშაობის შემდეგ შექმნა და როგორც მილიარდერი ამტკიცებს, ხომალდს ექსტრემალურ სიღრმეზე ჩასვლა რამდენჯერმე შეუძლია. ამ ბატისკაფის ღირებულება 20 მილიონი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები