LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია ერთად ცხოვრება“ – რამ აღაფრთოვანა სოფი ლორენი | რას გვიყვება მარიამ შარმანაშვილი

5787
2024-10-26_01-14-17_489821

ცოტა ხნის წინ ქართველი ზუმბას ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ნიშნობა შედგა.

მარიამის ცხოვრება სრულიად შეიცვალა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟზე იყო შეყვარებული. 

მარიამი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც მარიამი სოფი ლორენის შესახებ გვიყვება:

„ქალბატონი სოფია არის უაღრესად თბილი ადამიანი, გაცნობის დღიდან მისგან ძალიან თბილი დამოკიდებულება ვიგრძენი, მაგრამ ბოლო პერიოდში კიდევ უფრო დავახლოვდით, რადგან თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია ერთად ცხოვრება. შესაბამისად, კიდევ უფრო უშუალო და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. აქვს ძალიან კარგი იუმორი და ხშირად ვხალისობთ ხოლმე სხვადასხვა თემაზე. ქალბატონი სოფია ისედაც იცნობდა ჩვენს ქვეყანას, რადგან ის საქართველოს, ქალბატონი ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, 2016 წელს ესტუმრა, მაგრამ მეც როდესაც საშუალება მეძლევა, უფრო და უფრო მეტს ვუყვები საქართველოზე, ქართული სამზარეულოდან ვეცადე, მას ისეთი კერძები გაესინჯა, რომელიც აქამდე დაგემოვნებული არ ჰქონდა, მაგალითად, ხინკალი და ხაჭაპური, რაზეც აღფრთოვანდა და ეს იყო დიდი კომპლიმენტი ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის, რადგან მოგეხსენებათ, ქალბატონი სოფია ცნობილია კულინარიული ნიჭითაც“, – ამბობს მარიამ შარმანაშვილი.

მარიამ შარმანაშვილი: „ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გვინდა საქართველოში ქორწილი, ის არის, რომ ამ გზით ჩვენს ქვეყანას გაიცნობს მისი უამრავი მეგობარი და ოჯახის წევრი, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ყოფილან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g