LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიუნერებმა ახალი სედანი BMW M5 ააგეს

32

გერმანულმა ტიუნინგ ატელიემ – Carbonfiber Dynamics-მა ახალი, გაძლიერებული სედანი BMW M5 წარმოადგინა. მწარმოებლის განცხადებით, ავტომობილი ამ სერიის ყველაზე ძლიერი ვერსიაა.

სედანის მახასიათებლებიდან აღსანიშნავია 4.4 ლიტრიანი ტვინ-ტურბო აგრეგატი – V8, რომელიც 560-დან 830-მდე ცხენის ძალის სიმძლავრისაა. მოდელის ზოგადი სიძლიერე მოდიფიცირებულმა ტურბოკომპრესორმა განაპირობა. გაძლიერებულ მოდელს მაქსიმალური სიჩქარის განვითარება 3.4 წამში შეუძლია. მოდელის ზოგადი სიჩქარის მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად არ გავრცელებულა.

ცნობილია, რომ ახალმა მოდელმა ნახშირბადის აეროდინამიკური სხეული მიიღო, რომელიც იაპონურმა კომპანიამ 3DDesign-მა დაამზადა.

ამ ეტაპზე უცნობია ფასი, რომელსაც ტუნინგ ატელიე უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.