რუსეთში 1 300-მდე ექიმმა ვლადიმერ პუტინს უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის მოთხოვნით, ღია წერილით მიმართა.
ინფორმაცია უკრაინულ მედიაში გავრცელდა.
„ომი ბევრ სიცოცხლეს შეიწირავს, იმდენს, რომ ჩვენ მთელი ძალისხმევითაც კი, ვერ მოვახერხებთ დახმარებას. ტკივილისგან ყვირილი, დედების მოწოდება, ყველა იქნება ერთ ენაზე. რა კეთილი მიზნებითაც არ უნდა გამართლდეს სასიკვდილო იარაღის გამოყენება, ის მაინც სასიკვდილო იარაღად რჩება, რომელიც იწვევს ტკივილს და ტანჯვას“,-აღნიშნულია ღია წერილში.