ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ტოჩინოშინმა შემოდგომის სუპერტურნირზე მე-5 გამარჯვება იზეიმა.
33 წლის ქართველმა სეკიტორმა 25 წლის იაპონელს წონასწორობა დააკარგვინა და დოჰიოზე დაანარცხა.
ამ დროისათვის, ტოჩინოშინის მაჩვენებელი 5 მოგება და 3 მარცხია და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად დარჩენილი 7 შეხვედრიდან მხოლოდ სამის მოგება სჭირდება.