გოგი თოფაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში მალე ყველა კაბინეტში სტალინის ძეგლი დაიკიდება, ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
„ის იყო გენიალური პიროვნება და მეოცე საუკუნეში აღიარებულია. მალე ყველა მიხვდება, რომ მან დიდი სიკეთე გააკეთა და მთელი მსოფლიო თვლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პიროვნებად. რატომ დგას იტალიაში მუსოლინის ძეგლი? ძალიან დიდმა ნაწილმა შესაძლებელია გაიზიაროს ჩემი აზრი, სტალინი იყო სიმბოლო საქართველოსი,“ – განაცხადა თოფაძემ.