LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომხმარებელი ორიგინალი წარმოების აალების სანთლებს 25%-იანი ფასდაკლებით შეიძენს

552
ტოიოტა ცენტრი თბილისი

ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ქარხნული წარმოების, ორიგინალი აალების სანთლების შეძენას მომხმარებელი 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებს – ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

აალების სანთლების შეძენაზე სპეციალური შეთავაზება, რომელიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, აალების სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ავტომობილში, ხოლო მისი შემადგენელი ნაწილი – აალების სანთელების ნაკრები კი მთავარი ელემენტია შიდა წვის ძრავის მუშაობისას. შესაბამისად, ის ერთ-ერთი მოთხოვნადი ავტონაწილია.

ავტომობილის და მისი აალების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის სასურველია აალების სანთლები შეიცვალოს 40 000, 60 000 ან  100 000 კილომეტრიან გარბენზე, ავტომობილის მოდელიდან გამომდინარე. 25%-იანი ფასდაკლების ფარგლებში, მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ ავტომობილები მოგზაურობისთვის მოამზადონ და „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ კონსულტანტების დახმარებით ზუსტად იმ ტიპის ორიგინალი აალების სანთლების ნაკრები შეარჩიონ, რომელიც ავტომობილის კონკრეტულ მოდელსა და ძრავის პარამეტრებზეა გათვლილი.

აალების სანთლები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სათადარიგო ავტონაწილი, რომელსაც მომხმარებელი ცენტრში შეიძენს, ორიგინალი წარმოების და გარანტირებულად მაღალი ხარისხისაა. ამასთან ერთად, ცენტრში მისულ მომხმარებელს ავტოტექმომსახურებას გაუწევენ „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული კვალიფიციური ტექნიკოსები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებს პროფესიონალურ დონეზე გადაჭრიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განაახლებენ.

მომხმარებელს, რომელსაც სპეცშეთავაზებებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები