LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური შეთავაზებები ივნისის ბოლომდე გაგრძელდება

571
ტოიოტა

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრულ მომსახურებას სპეციალურ ფასად – 225 ლარად სთავაზობს, პარალელურად, ტოიოტას 5 მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისში მძღოლები ასევე სპეციალურ ფასს – 150 ლარს გადაიხდიან.

კომპანიის ცნობით, გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სპეცშეთავაზება ტოიოტას ბრენდის ნებისმიერ ჰიბრიდულძრავიან მოდელზე ვრცელდება, ხოლო ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლა კი – შემდეგ მოდელებზე: Toyota C-HR, Toyota Prius, Toyota Camry, Toyota Corolla და Toyota RAV4.

სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობას ფიზიკური პირები მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე შეძლებენ.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, რომ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლა, რაც გადაცემათა კოლოფის ტიპიდან გამომდინარე, 40 000-დან 80 000-მდე კმ გარბენზეა რეკომენდებული, უზრუნველყოფს გადაცემათა კოლოფის მსუბუქ და უსაფრთხო მუშაობას, შეამცირებს დატვირთვის კოეფიციენტს, საწვავის მოხმარებას და ამასთან ერთად, ავტომობილის ექსპლუატაციის ვადას გაახანგრძლივებს.

რაც შეეხება ძრავის ზეთისა და ფილტრის განახლებას, კომპანიის განმარტებით, ეს მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძრავის ხანგრძლივი, ეფექტიანი მუშაობისთვის. სათანადოდ შერჩეული, მაღალხარისხიანი ძრავის ორიგინალი ზეთი და ფილტრი, რომლებსაც „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს სთავაზობს, მაქსიმალურად იცავს ავტომობილის ძრავას დაზიანებისა თუ გადახურებისგან, აძლევს მას სრული სიმძლავრის გამომუშავების შესაძლებლობას, ხელს უშლის მავნე ნარჩენების წარმოქმნას და უზრუნველყოფს ავტომობილის ეფექტიან და ბიუჯეტურ მართვას.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აღნიშნავენ, კომპანიაში, პარტნიორ ბანკებთან კოლაბორაციით, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული კიდევ ერთი სიახლე დაინერგა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს გარანტირებულად მაღალი ხარისხის ნებისმიერი ორიგინალი ავტონაწილი და ამასთან ერთად, მიიღოს სასურველი სერვისი ტოიოტას სერტიფიცირებული ტექნიკოსებისგან ხოლო საფასური ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში, ავტონაწილის ღირებულება და/ან ტექმომსახურების საფასური 4 თანაბარ ნაწილად გაიყოფა და 4 თვეზე განაწილდება. შესაბამისად, 4 თვის მანძილზე მომხმარებელი ნაწილ-ნაწილ გადაიხდის ზუსტად იმდენს, რამდენიც შეძენის მომენტში ღირდა ავტონაწილი და/ან გაწეული ავტო-ტექსერვისი. 

მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g