LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლაზე მომხმარებელი 15%-იან ფასდაკლებას, ასევე, სხვადასხვა ხელსაყრელ შეთავაზებებს მიიღებს

451
ტოიოტა ცენტრი თბილისი

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ სეზონური აქციის ფარგლებში, მომხმარებელი ტოიოტას მოთხოვნადი, ორიგინალი ავტონაწილების შეძენა-შეცვლის სერვისზე 15%-იან ფასდაკლებას მიიღებს და  პარალელურად, სხვადასხვა სპეციალური შეთავაზებით სარგებლობასაც შეძლებს.

ფასდაკლების სეზონური აქცია და სპეცშეთავაზებები, რომლებიც მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მიმდინარე წლის 30 ივნისის ჩათვლით მოქმედებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ,  სეზონური აქციის ფარგლებში, მძღოლებს საშუალება აქვთ ავტომობილები საზაფხულო მგზავრობისთვის მოამზადონ და 15%-იანი ფასდაკლებით ტოიოტას ისეთი მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილები შეიძინონ, როგორიცაა: ძრავის ზეთი, ძრავის ზეთისა და სალონის ჰაერის ფილტრები, სამუხრუჭე სითხე, საქარე მინის მწმენდი და მინის საწმენდი სითხეები.  ამასთან ერთად, აღნიშნული ავტონაწილების შეცვლის მომსახურებას მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ავტორიზებულ სერვისცენტრში 15%-იანი ფასდაკლებით მიიღებს.  

ფასდაკლების სეზონური აქციის პარალელურად, მომხმარებელს შეუძლია მის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული რამდენიმე სახის სპეციალური შეთავაზებითაც ისარგებლოს.

„ერთ-ერთი სპეცშეთავაზების ფარგლებში, ტოიოტას ბრენდის ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილების მძღოლები შეძლებენ გადაცემათა კოლოფში ორიგინალი ზეთის შეცვლის სრული მომსახურება სპეციალურ ფასად – 225 ლარად მიიღონ.  ასევე, სპეცშეთავაზება ვრცელდება ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ სერვისზე ტოიოტას 5 მოდელისთვის: Toyota C-HR, Toyota Prius, Toyota Camry, Toyota Corolla და Toyota RAV4. მძღოლები ამ შემთხვევაშიც სპეციალურ ფასს, 150 ლარს გადაიხდიან. გარდა ამისა, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“, პარტნიორ ბანკებთან კოლაბორაციით, მომხმარებელს სთავაზობს ნებისმიერი ორიგინალი ავტონაწილი შეიძინოს და ტოიოტას სერტიფიცირებული ტექნიკოსებისგან ნებისმიერი სასურველი ავტოტექმომსახურება მიიღოს, საფასური კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადოს. ავტონაწილის ღირებულება და/ან ტექსერვისის საფასური 4 თანაბარ ნაწილად გაიყოფა და 4 თვეზე განაწილდება. შესაბამისად, მომხმარებელი 4 თვის მანძილზე ნაწილ-ნაწილ გადაიხდის ზუსტად იმდენს, რამდენიც შეძენის მომენტში ღირდა ავტონაწილი თუ გაწეული ტექსერვისი“, – აცხადებენ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“.

მათივე განმარტებით, ნებისმიერი სათადარიგო ავტონაწილი, სითხე თუ აქსესუარი, რომელსაც მომხმარებელი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შეიძენს, ორიგინალი წარმოების და გარანტირებულად მაღალი ხარისხისაა. ამასთან ერთად, ცენტრში მისულ მომხმარებელს ავტოტექმომსახურებას გაუწევენ „ტოიოტას“ მიერ სერტიფიცირებული კვალიფიციური ტექნიკოსები, რომლებიც ტექნიკურ პრობლემებს პროფესიონალურ დონეზე გადაჭრიან და ავტომობილს უმოკლეს დროში განაახლებენ.

მომხმარებელს, რომელსაც ფასდაკლების სეზონური აქციით ან სპეცშეთავაზებებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022,ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს – 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები