LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოკების პარკი და ვიზიტორთა ცენტრი – ალგეთის ეროვნული პარკი განახლდა (ფოტოები)

2354
1

ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარება გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ალგეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი და ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ გაიხსნა.

აღსანიშნავია, რომ ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა, ხოლო „თოკების პარკი“ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, RDFG-ის დაფინანსებით მოეწყო.

5 პოპულარული, 2 ნაკლებად - ქართული დაცული ტერიტორიები, რომელიც უცხოელებს იზიდავთ

კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, უჩვეულო მცენარეები და სხვა ბევრი რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ.

ცნობისთვის, ვიზიტორთა ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ცენტრში მისული ვიზიტორები ამომწურავი ინფორმაციისა და რჩევების მიღებას შეძლებენ როგორც დაცული ტერიტორიების, ასევე რეგიონის ღირსშესანიშნაობების შესახებ. ვიზიტორთა ცენტრის ეზოში მოეწყო ეკოტურისტული ატრაქცია თოკების პარკი“, რომელიც ბუნებაში არსებული შემეცნებითგასართობი ადგილია. ეზოში მოწყობილია 2 ზონა – საოჯახო და მოზარდთათვის, რომლებიც შესაბამისად 10 და 14 სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს.

ალგეთის ეროვნული პარკი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა და დაშბაშის, ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლებს მოიცავს. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ უხვადაა უძველესი და შუა საუკუნეების ისტორიულ-კულტურული ძეგლები. ეროვნულ პარკში ამჟამად ერთი ეკოტურისტული ბილიკი „სამეფო ქედია“ მოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g