როგორ შეიძლება ისაუბრო კინომანქანებზე, მიმოიხილო მთელი მათი ხიბლი, როლი, ატმოსფეროსთან შერწყმა ან სულაც ამ ატმოსფეროს შექმნა და არ ახსენო ფორსაჟი. The fast and the furious ფრენჩაიზი უკვე ათწლეულებია არსებობს. ვინ დიზელი, პოლ უოკერი, მიშელ როდრიგესი, ტაირის გიბსონი, ლუდაკრისი. შემდეგ უკვე დუეინ როკ ჯონსონი, ჯეისონ სტეთჰემი, გალ გადოტი, ლუკ ევანსი და მრავალი მრავალი სხვა ცნობილი მსახიობი ერთად იყრის თავს ამ უსასრულო თავგადასავალში და დომინიკ ტორეტოს ოჯახის ირგვლივ განვითარებული კარგი თუ ცუდი ამბები მაყურებლის დრამის ნაწილი ხდება.
ერთბაშად მუდამ სიახლეა ყოველი მორიგი ფორსაჟი და ამავდროულად თითქოს დაბრუნება იმ ეპოქაში, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. ბოლოს და ბოლოს ატმოსფერო ხომ ერთია. იმდენი მოდელის მანქანა ფიგურირებს, ალბათ წარმოუდგენელია უკიდურესი ფანისთვისაც კი რომ ყველა მათგანზე ისაუბროს. მაგრამ ერთის შერჩევა ავტოსთორისთვის მაინც შეიძლება.
ასეთია მაზდა RX – 7 ფილმიდან ტოკიო დრიფტი. რა გასაკვირია, რომ როდესაც ათობით დიდებული და თვალწარმტაცი ავტომობილი ჩანს ფილმში, იქიდან რამდენიმეს გამორჩევა მაინც შეიძლება. მაგალითად ფორსაჟის ერთ-ერთი პერსონაჟის, ჰანის მაზდამ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა. ჯასტინ ლის ფილმში, ტოკიო დრიფტ სუნგ კანგის პერსონაჟი, ჰანი მთელი ფილმის მანძილზე, თვით საოცარ კულმინაციამდე მართავს ამ ჩვეულებრივ მაზდას, რომელიც 2013 წელსაც, ფრენჩაიზის მეექვსე დამატებაშიც ჩნდება, ამჯერად უკვე პოსტ-კრედიტ სცენაში. ამის შემდეგ უკვე ბრიტანელი ბოროტმოქმედი, ოუენ შოუ ემატება მრბოლელთა ჯარს. ჯეისონ სტეთჰემი, რომლის გადაკიდებაც საბედისწერო ხდება ჰანისთვის, ხოლო მისი მაზდა ჯართის გროვის სამყაროს ნაწილად იქცევა