ტომ ჰარდიმ მხარზე ლეონარდო დიკაპრიოს სახელი ამოიწვირინგა. კერძოდ კი, მსახიობმა შემდეგი წარწერა დაიწერა: „Leo Knows all” („ლეომ ყველაფერი იცის“). ბრიტანელმა მსახიობმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ წააგო დიკაპრიოსთან კამათი და მოგებულმა მას სწორედ ეს მოსთხოვა.
აღნიშნული ფაქტი კი ცნობილი შემთხვევით გახდა. ჰარდის ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მასთან ერტად გადაღებული სელფი გააზიარა, სადაც წარწერა ჩანს.
შეგახსენებთ, რომ ტომ ჰარდი და ლეონარდო დიკაპრიო ერთად მონაწილეობდნენ ფილმში „გადარჩენილი“. აღნიშნული ნამუშვრისთვის დიკაპრიომ „ოსკარიც“ დაიმსახურა.
A post shared by Andrew Calisterio (@boozehoundcc) on