კორპორაცია BBC-მ სატელევიზო შოუს Top Gear-ის 25-ე სეზონის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა. პირველ ეპიზოდს მიმდინარე წლის გაზაფხულზე აჩვენებენ.
ახალ სეზონზე წამყვანების წინანდელი შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას – მეტ ლებლანი, კრის ჰარისი და რორი რიდი. ისინი ახალი ავტომობილებით ივლიან, რომელთა შორის არის: BMW M5, Alfa Romeo Stelvio, Kia Stinger, McLaren 720S, Honda Civic Type R, Lexus LC, ასევე, Ford Mustang, Jaguar F-Type და Chevrolet Corvette.
გარდა ამისა, ერთ-ერთ ეპიზოდში კენ ბლოკიც გამოჩნდება. რომელიც ყველგანმავალი ბაგით პოლიციელის როლში ივლის. ტრეილერში ასევე ნაჩვენებია რბოლები მოტოციკლებსა და ყველგანმავლებზე.
Top Gear-ის პირველი სეზონი ახალი წამყვანებით, ჯერემი კლარკსონის, რიჩარდ ჰამონდისა და ჯეიმს მეის წავლის შემდეგ, 2016 წელს გამოვიდა. მაშინ გადაცემაში კრის ევანსი მონაწილეობდა, რომელიც ჯერ შოუს ფანატებმა გააკრიტიკეს, ხოლო ლებლანმა „უხეშობასა და თანაწამყვანებთან ცივ ურთიერთობაში“ დასდო ბრალი. შედეგად ევანსი შოუდან წავიდა.