LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს – ჯანსაღი დებატებია საჭირო, ყველასთვის სამართლიანი გარემო უნდა იყოს“ – გია ვოლსკი

114
გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, „ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს, რადგან ჯანსაღი დებატებია საჭირო და ყველასთვის სამართლიანი გარემო უნდა იყოს“.

მისივე თქმით, არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები, „სადაც ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პირობები იქნება დებატებისთვის“.

პრემიერი – დაველოდებით მედიის შემოთავაზებას, მზად ვართ, ჩავერთოთ დისკუსიებში ფორმატთან დაკავშირებით – ვისაც დავალება არ აქვს, ყველასთან მზად ვართ, დისკუსიისთვის

გიორგი შარაშიძე: „მზაობას გამოვხატავთ დებატებისთვის – გიორგი გახარიასთვის ოპონენტი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, გახარია ირაკლი კობახიძესთან დებატებში რომ არ დაჯდება, მე მგონი, ხვდებით“

ირაკლი ქადაგიშვილი: „ყველა, ვისაც აქვს დემოკრატიის, მედიის ობიექტურობის და პოზიციის კარგად წარმოჩენის ინტერესი, დებატების შესახებ პრემიერის ინიციატივას შესაბამისი პასუხისმგებლობით უნდა შეხვდეს“

„ნება უნდა აჩვენონ ამასთან დაკავშირებით. მე პირადად არ ვგულისხმობ, რომ ამ ტოქსიკურ სივრცეში შეიძლება შესვლა და რაიმე დებატებზე საუბარი. ტოქსიკურ სივრცეს ვუწოდებ პროპაგანდის იმ ნაწილს, რომელმაც თავის გარშემო გარკვეული „ბაბლი“ იმიტომ შექმნა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ჩაუდგეს სათავეში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონკრეტულ რადიკალურ პარტიებთან ერთად. ამ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს. რასაკვირველია, უნდა იყოს სამართლიანი გარემო ყველასთვის. მავალი თაობა მოდის. ამ თაობის რადიკალებს თუ არ აქვთ ეგეთი სურვილი, შეიძლება გამოჩნდეს პოლიტიკურ ველზე ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმრავლესობის ხედვებისგან საპირისპირო მოსაზრებები. ჯანსაღი დებატებია საჭირო. ჯანსაღი დებატებისთვის მზაობის გამოხატვას საკმაოდ სერიოზულ არგუმენტები სჭირდება. ჯერ ერთი, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საითაც მიგვანიშნებდნენ და დღემდე ხელს კრავენ საქართველოს, საით უნდა იმოძრაოს, ეს არის ცეცხლის, დაღუპვის და ნგრევის გზა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ დებატებში დამარცხებულები არიან წინასწარ. სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პრობლემები ნარჩუნდება, მაგრამ ტენდენციები პოზიტიურია, აქედან გამომდინარე, არგუმენტები სასაუბროდ საკმაოდ შეზღუდული აქვთ. ბევრი ამას მხარს არ დაუჭერს, რასაკვირველია, მაგრამ ვნახოთ, ვცადოთ. არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პირობები იქნება დებატებისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g