მწერალი ტორესა მოსი საუბრობს იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს ამდენი თვითნასწავლი ფსიქოლოგისა და ქოუჩის არსებობას საქართველოში;
„ქართული საგანმანათლებლო სისტემის კრახზე მიუთითებს ისიც, თუ რამდენი “ქოუჩი”, თვითნასწავლი ფსიქოლოგი, ასტრონომი, მოყვარული ფილოსოფოსი, ყველაფერზე ჭკვიანური სახით მოსაუბრე ინფლუენსერი გვყავს და რამდენი საჯარო ლექცია ტარდება რამდენ თემაზე. ეს ყველაფერი მიგვითითებს ორ რამეზე ერთდროულად:
1. ცოდნის რამხელა დეფიციტია უამრავ მნიშვნელოვან საკითხზე.
2. რამდენად არ გვაქვს წარმოდგენა, რა არის რეალური ცოდნა, სამეცნიერო აზრი, როგორ ხდება ამ ცოდნის შექმნა, აკუმულირება და გადაცემა და როგორ ვცდილობთ ყველაფრის ასე ზედაპირულად მოგვარებას, იმიტომ არის ყველაფერი ამ ქვეყანაში ზედაპირული.
ბოლოს როდის გაიგეთ სიტყვები, ბოდიში, ამ საკითხში არ ვარ კომპეტენტური?
კატასტროფა გვჭირს, ხალხო“.
რომ თქვენგან არაფერი გამოვა, არ დაუჯეროთ“.
ტორესა მოსი: „სკოლაში ვიარე 11 წელი, აქედან არც ერთხელ არ გამხარებია სწავლის დაწყება…“