LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე ჯგერნაია: „ეს მე ვარ რამდენიმე კვირის წინ, კოვიდ 19-ის დიაგნოზით და ეს კადრი შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო!“

455
tornikejgerenaianews45

ქართველი სტიგმატი, ტელეწამყვანი თორნიკე ჯგერნაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, რომელიც კლინიკაში კოვიდინფიცირების შემდეგ აქვს გადაღებული, როცა ჟანგბადის მიწოდება სჭირდებოდა და წერს:

„ეს მე ვარ რამდენიმე კვირის წინ, კოვიდ 19-ის დიაგნოზით და ეს კადრი შეიძლება უკანასკნელი ყოფილიყო! ხო, იმიტომ, რომ არავინ!!! არავინ იცის, წინასწარ რას იზამს „კოვიდ 19“ რამდენიმე საათში! დღეში! ან წუთში’ც… დღეს ყველაფერი რიგზეა! ჩემს შემთხვევაში ყველაფერი მსუბუქად განვითარდა და დამთავრდა…  მაგრამ ყველაფერი რიგზეა?

სულ ვბრაზდები… დღესაც გაბრაზებული ვარ… თუმცა ტყუილად! მოკლედ, ადამიანების უმრავლესობა აცდენილია რეალობას! ამიტომ მათზე არ უნდა გაბრაზდე! რეალობა უნდა დაანახო! პირისპირ! გაშიშვლებული! შემსუბუქების გარეშე!!! მე არ მომწონს არც ეპიდემიოლოგების და არც ტელევიზიების პოლიტიკა…

ჰო, უნდა იყოს ნაჩვენები, როგორ ემშვიდობებიან სამუდამოდ თავიანთ ახლობელს ადამიანები და მიწას აბარებენ ისე, რომ სასახლის გახსნაც არ შეუძლიათ!!!

როგორ გადადის „უბრალო გაციების“ სიმპტომები 41 გრადუს სიცხეში და სახსრების ტკივილში, რომელიც ადგილზე გახტუნავებს და სასოწარკვეთილი ექიმები, როცა ამ სიცხეს ვერ გიწევენ!!!

ის საშინელი განგაშის  ხმა უნდა მოისმინოს ყველამ ფილტვების ვენტილაციის აპარატი რომ რთავს პრობლემის დროს!

უნდა მოისმინოს ხმა იმ „ხველის“, კოვიდმა რომ იცის! და დაინახოს პაციენტის ის თვალები, რომელსაც ჰგონია, რომ ვეღარ ამოისუნთქებს!!!

უნდა ნახონ პაციენტები, რომლებიც უკვე ბრძოლისგან გამოფიტულები სიკვდილს ნატრობენ! და ყველამ უნდა ნახოს, ექიმებს და ექთნებს რად უჯდებათ მათი ნუგეში, რომ იმედი არ დაეკარგოთ!!!

ჰო, ვიცი, რომ მარტო ეს არ არის გარშემო და ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებულია, ესეც უნდა აჩვენონ, რომ ადამიანებმა, ვისაც კოვიდი არ შეხებია, იცოდნენ, რა ნერვების ომად ჯდება ის გამოჯანმრთელება!!! 14 დღე, რომელიც 140 საუკუნესავით იწელება!

სიმართლისაგან გაქცევაა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ! და ეს სიმართლისაგან გაქცევის შედეგია, ვიღაც პირბადეს რომ იხსნის და ვარდისფერ სათვალეს იკეთებს!

ნუ გაიკეთებთ ვარდისფერ სათვალეს, რომ ყველაფერი კარგად იყოს!

გააკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ ვარდისფერი სათვალის გარეშე იყოს ყველა_ფერი კარგად!!!

იმ იზოლაციის მიღმა, სადაც პაციენტები არიან, როგორ წესი, ყველგან კარია შუშით! ჰო და იმ შუშის მიღმა, როცა იქ წევხარ, შენთვის „სიცოცხლეა“, ჰოდა ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს სიცოცხლე გადარჩეს!

გარდაცვლილს რომ გავიგებთ, მათი ასაკი კი არ უნდა ვიკითხოთ! იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რას ვშვრებით „ჩვენ“, რომ გვამები არ ვითვალოთ…

ზემოთ ჩამოთვლის თუ აჩვენებთ! პირისპირ დატოვებთ რამდენიმე წუთი! ბევრი გააცნობიერებს და აღარ იქნება ამდენი ადამიანი პირბადის გარეშე! აღარ იქნება ამდენი ანტივაქსერი! და აღარ იქნება ამდენი „ის“, ვისაც არ სჯერა, რომ კორონა აქ არის! აქ და ახლა!

პ.ს. რადგან ზოგში დაბნეულობა გამოიწვია იმიტომ, რომ ყურადღებით არ წაიკითხეს, აქვე განვმარტავ, როგორც ვიწყებ პოსტს „რამდენიმე კვირის წინ“… დღეს უკვე კარგად ვარ, სახლში ვარ და გავდივარ პოსტკოვიდ მკურნალობას. მადლობა კეთილი სურვილებისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g