LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თორნიკე რიჟვაძის ზოგადი მდგომარეობა არის დადებითი დინამიკით – კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს“- ლევან რატიანი

143
Capture

პირველი საუნივერსიტეტო­ კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება. 

მისი თქმით, პაციენტი კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, არის დადებითი დინამიკით. კლინიკა გაუმჯობესებულია, რაც ნიშნავს, რომ ტრავმულ-ჰემორაგიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ლიკვიდირებულია. ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ – კონტაქტურია, ადეკვატურია, ასრულებს მარტივ დავალებებს, გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა, პროტოკოლის გათვალისწინებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g