კაფეტერიათა ქსელი „ასორტი ვერე“ უკრაინას სოლიდარობას უცხადებს და მისი მხარდაჭერის მიზნით, უკრაინის დროშებით გაფორმებული ტორტების წარმოებას იწყებს.
„ჩვენი გუნდი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას! ჩვენ გვჯერა მშვიდობის“, – აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან, კომპანიის ინფორმაციითვე, „ასორტი ვერე“ საკუთარი ნაწარმით ამარაგებს რამდენიმე სასტუმროს საქართველოში, სადაც უკრაინელი ტურისტები არიან განთავსებულნი.
აღსანიშნავია, რომ „ასორტი ვერე“ 15 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა. ის უმაღლესი ხარისხის ნედლეულით სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულსა და საკონდიტრო ნაწარმს აწარმოებს. „ასორტი ვერე“ რამდენიმე ფილიალს ფლობს და ისინი შემდეგ მისამართებზეა წარმოდგენილი: ი.აბაშიძის ქ №81; ი.ნიკოლაძის ქ №5ა; პეკინის გამზ N20; მცხეთის ქ № 8; შ.ნუცუბიძის ქ № 86ა; ი.მოსაშვილის ქ №1; ბერბუკის ქ.3; წყნეთი, აღმაშენებლის ქ. 18.