კომპანია Toyota-მ Takata-ს ფირმის უსაფრთხოების ბალიშების დეფექტის გამო მორიგ გაწვევაზე განაცხადა. ამჯერად კამპანია 2,9 მილიონ ავტომობილზე იაპონიაში, ჩინეთში, ევროპასა და სხვა რეგგიონებში გავრცელდება.
ცნობილია, რომ სერვისს ქროსოვერები RAV4 და სედანები Corolla Axio დაექვემდებარება. პრობლემა ის არის, რომ უსაფრთხოების ბალიშებში არსებულმა ქიმიურმა ნარევმა თბილ და ნოტიო კლიმატში ავტომობილის გამოყენებისას შესაძლოა ბალიშების აფეთქება გამოიწვიოს.
გასულ წელს Toyota-მ Takata-ს მოწყობილობების გამო სერვისზე დაახლოებით 1,6 მილიონი ავტომობილი მხოლოდ აშშ-ში გაიწვია.
იაპონურმა კომპანია Takata-მ დეტროიტში სასამართლო მოსმენებზე ოფიციალურად აღიარა ბრალი. ცნობილია, რომ დღეისათვის ხარვეზიანმა უსაფრთხოების ბალიშებმა 16 ადამიანის სიკვდილი გამოიწვიეს. მთელს მსოფლიოში Takata-ს სერვისულმა კამპანიამ 100 მილიონი ავტომობილი და ათობით ავტომწარმოებელი მოიცვა.