LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ახალ სედანებს 60%-იანი ფასდაკლებით ყიდის

140
toyota

Toyota ახალ სედანებს, რომლებიც Camry-ს ზომისაა, 60%-იანი ფასდაკლებით ყიდის. აშშ-ში წყალბადის ავტომობილი Mirai 67,1 ათასი დოლარიდან 27,1 ათას დოლარამდე გაიაფდა. ეს ნიშნავს, რომ ხუთ მეტრიან ავტომობილს, მთელი რიგი „პრემიული“ ოფციებით, ისეთივე ფასი აქვს როგორც Toyota Corolla-ს.

აქცია წყალბადის სადგურების შემცირების ფონზე დაიწყო: კომპანია Shell-მა 48 ახალი გაზის ტერმინალის აგებაზე უარი თქვა და კალიფორნიაში მდებარე 7 ავტო გასამართი სადგურიდან 6 დახურა.

შესაბამისად, დიდი შანსია წყალბადის სედანების Toyota Mirai-ს ექსპლუატაცია გართულდეს და ავტომწარმოებელმაც წარმოუდგენელი სეილი გამოაცხადა. ფასდაკლება 40 ათას დოლარს აღწევს.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი ნიუანსი, ფასდაკლება ეხება მხოლოდ 2023 წლის სამოდელო ხაზის სედანებს, რომლებიც სადილერო ცენტრების საწყობებშია გადანახული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები