LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ახლო მომავალში დიზელის ავტომობილებზე უარს არ იტყვის

161
toyota

Toyota Volvo-ს გზას არ დაადგება და დიზელზე უარს არ იტყვის. ბრენდის გაყიდვებისა და მარკეტინგის დანაყოფის ხელმძღვანელმა ავტო გამოცემა Drive-ს უთხრა, რომ „დიზელის ძრავები, მიუხედავად გავრცელებული აზრისა, არ მოძველებულან“. „დიზელი კვლავინდებურად საწვავის პოპულარული სახეობაა, განსაკუთრებით მძიმე სატვირთოებისა და დიდი ყველგანმავლებისთვის“. თუმცა, სპეციალისტმა ისიც დაამატა, რომ დიზელის ძრავების „გაეკონომიურება“ აუცილებელია და მაგალითად Toyota Hilux მოიყვანა, მოდელი რომელსაც ჰიბრიდული აგრეგატი აქვს.

პიკაპი Hilux 2,8 ლიტრის ტურბო დიზელითაა აღჭურვილი და აგრეგატს 204 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ავტომობილი სტარტერ-გენერატორის დამსახურებით ჩვეულ ვერსიაზე 6-10%-ით უფრო ეკონომიურია. ავსტრალიაში ამ მოდიფიკაციის ფასები 60 ათასი დოლარიდან იწყება.

Toyota-ში ფიქრობენ, რომ მომავალი სინთეტიკურ საწვავს და წყალბადის ავტომობილებს ეკუთვნის, ელექტროქარებს კი იაპონელი ავტომწარმოებელი „გადაფასებულად“ მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები