LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Camry 14 წლის შემდეგ ევროპაში დაბრუნდა

295

Toyota Camry 14 წლის შემდეგ ევროპაში დაბრუნდა. ლეგენდარული მოდელის დებიუტი პარიზის ავტოსალონზე შედგა და მას უკვე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ. როგორც ცნობილია, ევროპულ ბაზარზე Toyota მხოლოდ ჰიბრიდულ „კამრის“ გამოიყვანს.

ავტომობილს 2,5 ლიტრის მოცულობის ბენზინის ძრავი აქვს და მას 178 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. რაც შეეხება ელექტროძრავს, ის 120 ძალიანია და 0-დან პირველი „ასეულის“ ასაკრეფად სედანს 8,3 წამი სჭირდება. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ-ია და ყოველ 100 კმ-ზე ის 4,2 ლიტრა საწვავს მოიხმარს. ევროპაში შემოტანილი „კამრი“ იაპონიაში იქნება აწყობილი და მისი გაყიდვები მომავალი წლიდან დაიწყება.

როგორც ცნობილია, სიახლეს ავტომოყვარულები დიდი ხანია ელოდებიან და ავტომწარმოებელმა წინასწარი შეკვეთების მიღებაც დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები