LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Corolla-ს მძღოლმა უყურადღებობის გამო 87 წლის Ford დაამტვრია

109

Toyota Corolla-ს მძღოლმა უყურადღებობის გამო კალიფორნიელი ჰარდენ-გროვ უილიამ სმიტის საოჯახო რელიქვია 87 წლის Ford დაამტვრია. საუბარია 1931 წლის Ford Model A-ზე. შემთხვევის შესახებ სმიტი Facebook-ის გვერდზე ყვება.

რარიტეტული ავტომობილის მფლობელი ამბობს, რომ ის სამსახურში იყო, როდესაც დარტყმის ხმა გაიგონა: Toyota-ს მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა და დაპარკინგებულ Ford-ს დაეჯახა. დამნაშავემ მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ მისი დაკავება და დაპატიმრება მოახერხა.

ავარიის შედეგად ავტომობილი, რომელსაც სმიტი წლების განმავლობაში აღადგენდა, განადგურდა. კერძოდ, დაზიანდა ძარა, ოთხივე ბორბალი, შეღუნულია ჩარჩო, ცილინდრების ბლოკი და ტრანსმისიის კორპუსი. ახლა, როგორც სმიტი ამბობს, ყველაფრის დაწყება თავიდან მოუწევს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები