LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ძველი Prius-ების 10 000 ელემენტს გააერთიანებს და სუპერაკუმულატორს შექმნის

66

კომპანია Toyota ძველი ელექტრომობილებისა და ჰიბრიდები ელემენტებისა და ძრავების მეორადი გამოყენების გზებზე მუშაობს. როგორც გამოცემა Auto Express წერს, მწარმოებელს სურს „სუპერაკუმულატორი“ ააწყოს და ის ქალაქის ელექტროსისტემას მიუერთოს.

Toyota პროექტისთვის გეგმავს Prius-ებისა და ელექტროქარ iQ-ების, 10 000 ძველი ელემენტი გააერთიანოს და ერთი დიდი აკუმულატორი გააკეთოს, რომლის სიმძლავრეც 10 000 კილოვატი იქნება. ის ქსელის მინიმალური გამოყენების დროს ზედმეტ ელექტროენერგიას შთანთქავს და ასევე იმ ენერგიას დააგროვებს, რასაც ქარისა და მზის სადგურები გამოიმუშავებენ.

შემდეგ, დატვირთვის პიკისას, ან კრიტიკულ სიტუაციებში „სუპერაკუმულატორი“ ენერგიას უკან, საყოფაცხოვრებო ელექტროქსელში დააბრუნებს. Toyota-ში დარწმუნებულები არიან, რომ ძველს ელემენტებს შეუძლიათ ამ ამოცანას გაუმკლავდნენ და თანაც ძაბვისა და სიხშირის რყევას გაუძლონ.

პროექტი იაპონიის ერგოკომპანია Chubu Electric Power-თან ერთად, იაპონურ კუნძულ ჩუბუს რეგიონზე ხორციელდება.

პროექტზე მუშაობა წელს დაიწყება. თუკი მცდელობა წარმატებული გამოდგება, მაშინ უზარმაზარ სუპერელემენტს 2020 წლისთვის ააწყობენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები