LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ელექტრომობილების შექმნას დააჩქარებს

116
toyota

Toyota-ს ახალმა პრეზიდენტმა კურსი ელექტროქარების შემუშავების აჩქარებისკენ აიღო. კოძი სატო თანამდებობას ოფიციალურად 1-ლი აპრილიდან დაიკავებს და მრავალწლიან პრეზიდენტს აკიო ტოიოტას შეცვლის. კომპანიის სამომავლო სტრატეგია 3 მთავარ პრინციპს დაეყრდნობა – ელექტროფიკაცია, ინტელექტი და დივერსიფიკაცია.

Toyota-მ ავტომობილები „ენერგეტიკული უსაფრთხოების“ გათვლით უნდა შექმნას და მავნე გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირება უნდა სცადოს. ბრენდი ენერგიის მხოლოდ ერთ წყაროზე არ კონცენტრირდება, თუმცა ელექტროქარები „მწვანე“ მობილობის უმთავრესი ნაწილი ნამდვილად გახდება.

2026 წლისთვის კონცერნი ახალი თაობის ელექტროქარების ხაზს შეიმუშავებს და მისი მანქანები ბევრად უფრო „ჭკვიანი“ იქნება. ავტომობილში დიდი რაოდენობით ინფორმაცია გადის და ავტომწარმოებელს მისი გამოყენება ხარისხის გაუმჯობესებისთვის შეუძლია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები