LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ევროპაში პირველი სრულად ელექტრომობილის წარმოებას დაიწყებს

108
Toyota ევროპაში პირველი სრულად ელექტრომობილის წარმოებას დაიწყებს

Toyota ოფიციალურად იწყებს თავისი პირველი, სრულად ელექტრო ავტომობილის წარმოებას ევროპაში. ახალი მოდელის გამოშვება იგეგმება ჩეხეთის ქალაქ კოლინში მდებარე ქარხანაში, სადაც ინვესტიცია ჯამში 680 მილიონი ევრო იქნება.

გეგმის მიხედვით, ქარხანაში შეიქმნება სპეციალური ელემენტების სამონტაჟო ლაბორატორია, რაც ევროპულ ბაზარზე ელექტრომობილების განვითარებას ახალ ბიძგს მისცემს. პროექტს მხარს დაუჭერს  ჩეხეთის მთავრობაც, რომელიც დამატებით 64 მილიონ ევროს გამოყოფს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ევროპაში ადგილობრივი წარმოების დაწყება არა მხოლოდ რეგიონულ ეკონომიკას, არამედ ელექტრომობილების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციასაც გაზრდის.

Toyota-ს სტრატეგია გულისხმობს უფრო სწრაფ გადასვლას ეკოლოგიურ ტრანსპორტზე, რათა კონკურენცია გაუწიოს როგორც ევროპულ, ასევე აზიურ ბრენდებს, რომლებიც „მწვანე“ ბაზარს აქტიურად იკავებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები