ორმა პიკაპმა Toyota Hilux გინესის რეკორდი დაამყარა, ისინი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთ დასახლებულ პუნქტამდე მივიდნენ – სოფელ დიკსონამდე. ავტომობილებმა დაახლოებით ათასი კილომეტრი გაიარეს.
ექსპედიციამ სტარტი 12 იანვარს ნორილსკში აიღო. დიკსონამდე ავტომობილებმა ათასი კილომეტრი ათ დღეში დაფარეს, ამასთან, ბოლო 30 კილომეტრს მთელი დღე-ღამე დასჭირდა. ტემპერატურა მინუს 57 გრადუსი იყო, რაც 17 მეტრი წამში ქარის პირობებში იგრძნობა როგორც მინუს 70 გრადუსი ცელსიუსი.
ექსპედიციისთვის სტანდარტული პიკაპები გამოიყენეს, რომლებიც დიზელის 2.4 და 2.8 ლიტრის მოცულობის ძრავებით არის აღჭურვილი. მათი გაუმჯობესება მხოლოდ უფრო მეტად კბილანიანი საბურავებით, დამატებითი ფარებით, რადიატორის დაცვითა და ძრავისათვის ავტოპლედის დამატებით გამოიხატა. გინესის რეკორდების წიგნის მოთხოვნების შესაბამისად აკრძალული იყო ავტომობილების ორმაგი მინითა და დამატებითი ბლოკირების სისტემით აღჭურვა.