LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ 88 წლის განმავლობაში რეკორდული 300 მილიონი ავტომობილი გამოუშვა

116
toyota

Toyota-მ ახალი სამეწარმეო რეკორდი დაამყარა. 1935 წელს თავისი პირველი ავტომობილის, პიკაპი G1-ის გამოშვების შემდეგ, იაპონურმა კომპანიამ 300 მილიონი მანქანა გამოუშვა. Toyota-მ თავის ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყების შესახებ ახლახან გვამცნო, თუმცა რეკორდული მემილიონე მანქანა კონვეიერიდან სექტემბრის თვეში ჩამოვიდა. ავტომობილთა უმრავლესობა იაპონიაშია ნაწარმოები, ბაზარზე ყველაზე პოპულარული მოდელი Corolla გახდა.

Corolla 1966 წლიდან გამოჩნდა ავტო სამყაროში და სხვადასხვა ეგზემპლარი 53,4 მილიონი ერთეულის ოდენობით გაიყიდა.

გასულ წელს Toyota-მ მთელი მსოფლიოს მასშტაბით 10,5 მილიონი მანქანის გაყიდვა შეძლო, რამაც ის პლანეტის ავტო ბაზრობის ლიდერად კიდევ ერთხელ აქცია. მანამდე ბრენდი 2 წლის განმავლობაში იყო ლიდერი. გასულ წელს გაყიდვების მთავარი წილი კროსოვერ Rav4-ზე მოდიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები