LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ ახალი Land Cruiser-ი წარმოადგინა

45

კომპანია Toyota-მ ტუნინგ-შოუსთვის Land Speed Cruiser-ის პროტოტიპი წარმოადგინა. მოდელი აგებულია Land Cruiser 200-ის ბაზაზე. კონცეპტუალური ჯიპი აღჭურვილია ძრავით, რომლის სიმძლავრეც 2000 ცხენის ძალის ერთეულითაა განსაზღვრული.

პროტოტიპი 5.7 ლიტრიანი V8 ტიპის გამწევით დაკომპლექტდა, რომელიც ორ ტურბინიანია და დამზადებულია კომპანია Garrett-ის მიერ. ძრავი მუშაობს სპეციალურად დამკზადებულ, საფირმო გადაცემათა კოლოფთან ერთად, რომელიც ATI Performance Products-მა დაამზადა. Toyota Land Speed Cruiser-ის მაქსიმალური სიჩქარე 354 კმ/სთ-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები