LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ ერთდროულად 2 ახალი „სუპრა“ წარმოადგინა

65

Toyota-ს ახალი „სუპრა“ Nascar-ისთვის ემზადება. იაპონურმა ავტომწარმოებელმა ერთდროულად 2 ახალი „სუპრა“ წარმოადგინა. ერთ-ერთი მათგანი საოჯახო, სერიული ვარიანტია და მისი დიზაინი ჯერ-ჯერობით კამუფლაჟითაა დაფარული.

ავტომობილის ოფიციალური პრეზენტაცია მომავალი კვირისთვის დაგეგმილ სიჩქარის ფესტივალზე გაიმართება. რაც შეეხება სარბოლო სუპრას, ის Toyota-ს სპორტულ დანაყოფთან თანამშრომლობით შეიქმნა და სუპერქარზე სპეციალისტთა ჯგუფი ჯერ კიდევ 2017 წლიდან მუშაობდა. მომავალ წელს ავტომობილი Xfinity Series-ს დივიზიონში გამოვა, საზოგადოება კი მის ნახვას 16 თებერვალს დეიტონის ავტოსალონზე შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად Nascar-ზე Toyota Camry მონაწილეობს და ამ დრომდე ბრენდს 4 ჩემპიონატი აქვს მოგებული. თავად Toyota-ს პილოტი კი 142 გამარჯვების ავტორია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები