Toyota Corolla-მ მიიღო ჩინეთის ბაზრისთვის განახლებები მიიღო. მოდელს იქ იაპონური კომპანიისა და FAW-ის ერთობლივ საწარმოში უშვებენ.
ძირითადი ცვლილებები ჩანს წინა ნაწილში, რადგან კაპოტი ყველა ახალი Toyota-ს მოდელის მსგავსი გახდა. განსაკუთრებით ის Prius-ის ახალ თაობას ჰგავს, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს წარადგინეს.

ძველი გაყოფილი ფარების ნაცვლად Corolla-ს ერთიანი განათების ბლოკი გაუჩნდა, ხოლო ფარებმა C-ს ფორმა მიიღეს. შეიცვალა წინა ბამპერიც – ახლა მას აქვს უფრო კომპაქტური ვიზუალი აქვს და მთლიანობაში, დიზაინი მკვეთრი ხაზების გარეშეა წარმოდგენილი. უკან კი არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ფარები ოდნავ დაიჩრდილა.

ძრავების კომპლექტი იგივე დარჩა. Corolla ხელმისაწვდომი იქნება ჰიბრიდით 1.8-ლიტრიან ბენზინის ძრავაზე დაყრდნობით და ცალკე 2-ლიტრიანი შიდა წვის ძრავით.
ადრე Toyota-მ წარმოადგინა Corolla-ს ახალი თაობის სედანის კონცეპტი, რომელიც ოფიციალურად Japan Mobility Show 2025-ზე აჩვენეს.