LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ RAV4-ის წარმოება სასიკვდილო ინციდენტის შემდეგ შეაჩერა

104
Toyota-მ RAV4-ის წარმოება სასიკვდილო ინციდენტის შემდეგ შეაჩერა

Toyota-მ Rav4-ის წარმოება სასიკვდილო ინციდენტის შემდეგ შეაჩერა. გასულ ხუთშაბათს მნიშვნელოვანი მომწოდებლის ქარხანაში აფეთქება მოხდა: ერთი მუშა დაიღუპა, ორმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ მიწოდების ჯაჭვის დარღვევა გამოიწვია და Toyota-ს ორი ქარხნის გაჩერება მოუწია. გაჩერდება 3 კონვეიერი, სადაც RAV4-ს, Harrier-ს და Venza-ს აწყობდნენ. თუ რამდენი ხანი გაგრძელდება პაუზა, რთული სათქმელია.

აფეთქება Chuo Spring Co-ს ქარხანაში მოხდა – ეს დაწესებულება Toyota Group-ის შემადგენლობაში შედის და ელექტრო გაყვანილობის სადენებს აწარმოებს. ფატალური შემთხვევა სავარაუდოდ გამოძიების საგანი გახდება, ამიტომ თუ როდის დაუბრუნდებიან RAV4 და სხვა მოდელები კონვეიერს – ინსაიდერები ამის დაზუსტებისგან თავის შეკავებას ამჯობინებენ.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები