LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ თავისი ნავი 6 წლიან მოგზაურობაში გაუშვა

44

Toyota-მ თავისი ნავი 6 წლიან მოგზაურობაში გაუშვა. ხომალდი სახელად Energy Observer განსაკუთრებული იმითაა, რომ ტრადიციული ძრავი არ აქვს. ნავი ჯერ კიდევ 1983 წელს, კონსტრუქტორმა ნაიჯელ აირენსონმა ააწყო. მას შემდეგ ის არაერთხელ დაშალეს და ახალ-ახალი დეტალებით გააუმჯობესეს. 6 წლიანი ცურვისთვის ხომალდი 30-მა ადამიანმა მოამზადა და მათ შორის ცნობილი ინჟინერები და დიზაინერებიც იყვნენ. Energy Observer-ის სიგრძე 30,5 მეტრი, სიგანე – 12,8 მეტრი და მასა კი 28 ტონაა. როგორც ცნობილია, 6 წლის განმავლობაში ხომალდი 50 ქვეყანას და 101 პორტს მოინახულებს. ტრადიციული ძრავის ნაცვლად ინოვაციურ ნავს აქვს აგრეგატი, რომელიც მზის, ქარისა და ტალღების ენერგიას გადაამუშავებს და ძალას სწორედ ასე მიიღებს. ეს იქნება ეკოლოგიურად სუფთა საწვავი, რომლის ერთადერთი „გამონაბოლქვიც“ წყალია.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი მოგზაურობის დროს ნავის ეკიპაჟი 8 სერიან დოკუმენტურ ფილმსაც გადაიღებს და მას მოგვიანებით ქსელში გაავრცელებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები