LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota მფრინავ ტაქსიში დამატებით კიდევ ნახევარ მილიარდ დოლარს დააბანდებს

115
Toyota მფრინავ ტაქსიში დამატებით კიდევ ნახევარ მილიარდ დოლარს დააბანდებს

Toyota მფრინავი ტაქსის პროექტში 500 მილიონ დოლარს დააბანდებს. Toyota Motor-მა ამჯერად Joby Aviation-თან დაიწყო თანამშრომლობა, კომპანიასთან რომელიც უკვე წლებია უპილოტო მფრინავ ტაქსებზე მუშაობს, თანაც ვერტიკალური აფრენით და დაფრენით.  

Toyota სფეროში ფულს პირველად ნამდვილად არ აბანდებს, თუმცა მოსალოდნელი ინვესტიცია ისტორიაში ყველაზე დიდი იქნება – იაპონელები აპირებენ რომ მფრინავ ტაქსის მთლიანობაში 894 მილიონი დოლარი დაახარჯონ.

დამატებითი თანხები toyota-ს აეროტაქსის კომერციული წარმოების სერტიფიცირებისთვის სჭირდება. 2024 წლის აგვისტოში Joby-იმ დაადასტურა, რომ 5 ეტაპიდან 4 თითქმის დასრულებულია. ფულის სანაცვლოდ Toyota ამერიკული სტარტაპის აქციებს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები