გლობალურ ბაზარზე ელექტრომობილების მზარდი ასორტიმენტი სულ უფრო და უფრო მეტ მძღოლს ხიბლავს. ამასთან, ისინი ემშვიდობებიან როგორც შიდა წვის ძრავიან მანქანებს, ასევე მათ გამომშვებ ბრენდებსაც და ირჩევენ ელექტროქარების მწარმოებლებს, მაგალითად tesla-ს ან Hyundai-ს. საერთაშორისო სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ყველაზე ხშირად „ელემენტიან“ მოდელებზე Toyota-ს და Honda-ს მეპატრონეები სხდებიან. საქმე ისაა, რომ ეს ორი მწარმოებელი „მწვანე“ მობილობის მსოფლიო ტრენდს ძალიან ჩამორჩებიან.
კლიენტთა 15%, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე Tesla-ზე გადაჯდა, წარსულში Toyota-ს მართავდა. შედარებით ნაკლები, 13%-კი Honda-ს მომხმარებელი იყო. Tesla Model Y ყველაზე ხშირად ისეთი ავტომობილების მფლობელებს ხიბლავს როგორიცაა – Honda Accord, CR-V, Odyssey, Toyota RAV4 და Lexus RX, Model 3 — ასევე Honda Civic, Accord, CR-V, Toyota Camry და RAV4.