ზაზა ფაჩულიამ თავისი დიდებული კარიერა დაასრულა. დაუჯერებელია, რომ ქართველმა კალათბურთელმა ნბა-ში მთელი 16 წელი გაატარა და თან ორჯერ საჩემპიონო ბეჭედი მოიგო. გავა დრო და ეს მიღწევა კიდევ უფრო მასშტაბურად გამოჩნდება, მით უმეტეს, რომ არაავინ უწყის კიდევ როდის ავა ქართველი მსგავს უმაღლეს პედესტალზე.
ზაზა სამუშაოდ „გოლდეს სტეიტში“ დაბრუნდა, სადაც ბიზნეს და საკალათბურთო საკითხებზე კონსულტანტი იქნება.
ამასობაში ზაზას მეუღლემ, თიკა ალავიძემ ფეისბუქზე პოსტი დადო, სადაც ზაზას წასვლას ეხმიანება და საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ყავს მონიშნული.
ზაზა წავიდა: დიდებული კარიერა დასრულებულია – ფაჩულია „გოლდენ სტეიტში“ კონსულტანტად ბრუნდება
აი მისი სტატუსი: