LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ გაოცდებით: რა ღირს სინგაპურში 20 000 დოლარიანი ავტომობილი?

95

ძვირია თქვენს ქვეყანაში საბაჟო გადასახადი ავტომობილზე? არ მოგწონთ, რომ სხვა ქვეყანაში მდიდრული ავტომობილი უფრო იაფი ღირს? თუმცა, თუ კარგად დავფიქრდებით, არც ისე ცუდად არის საქმე.

ამჯერად სინგაპურის მაგალითზე მოგიყვებით.

ქალაქ-სახელმწიფო სიგაპურში ავტომობილის ღირებულება რამდენიმე თანხისგან შედგება. პირველი – თავად ავტომობილის ღირებულება, რომელსაც საბაზრო ღირებულება ეწოდება. ამას პროგრესირებადი სარეგისტრაციო გადასახადი Additional Registration Fee ემატება. შემდეგი ეტაპი აქციზის მოსაკრებელია. ამას კიდევ მარკის დილერის პროცენტები ემატება და ავტომობილი თქვენია.

თუმცა, მხოლოდ ავტომობილის შეძენა საკმარისი არ არის. საჭიროა მისი ფლობის, მართვისა და რეგისტრაციის უფლება და ეს ყველაფერი ცალ-ცალკე „იყიდება“. ამ ყველაფერს COE, certificate of entitlement ქვია. ეს არის ლიცენზია, რომელიც რეგისტრაციის, ფლობისა და სატრანსპორტო საშუალების გამოყენების უფლებას 10 წლის განმავლობაში იძლევა. სერტიფიკატებს აუქციონის კვოტა აქვს და მათი ფასი აუქციონის ფორმით დგინდება – მაგალითად 2018 წელს COE-ს ღირებულება 37 000 სინგაპურული დოლარია. ეს არ ნიშნავს, რომ მოთხოვნის მომატების შემთხვევაში თანხა რამდენიმე ათეული ათასით არ გაიზრდება.

ახლა ავტომობილი მართლაც თქვენია. მოდუნდით? სულ ტყუილად. თუკი ავტომობილი შეიძინეთ, უნდა გადაიხადოთ ეკოლოგიური გადასახადი და გზის გადასახადი. თუ ავტომობილის ასაკი ათ წელს აღემატება, საგზაო გადასახადი უფრო მაღალია – დამატებით 10%. 11 წელს გადაცილებული ავტომობილებისთვის დამატებით 20% და ა.შ.

უფრო მეტი თვალსაჩიონებისათვის დავითვალოთ რა ჯდება 20 000 სინგაპურული დოლარის ღირებულების ავტომობილი?

პროგრესირებადი სარეგისტრაციო გადასახადი ზუსტად ამდენივე – 20 000 დოლარი დაჯდება. სააქციოზო მოსაკრებელი – 4 000, ფლობის, მართვისა და რეგისტრაციის უფლება – 37 000. მიღებულ 81 000-ს კიდევ 20% უნდა მივუმატოთ – დილერის მარჟა, მივიღეთ 97 000 სინგაპურული დოლარი.

და ამ თანხად, საბაზო კომპლექტაციის Toyota Corolla-ს შეძენაა შესაძლებელი….

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები