LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ და ამ რთულ ეტა/პზე თქვენი როლი მნიშვნელოვანია” – სალომე ზურაბიშვილი (ვიდეო)

175
91129224-5091926770824792-5682547602998951936-o

საქართველოს პრეზიდენტმა სამშვიდობო მისიებში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და სარდლობებს სამხედრო მართვის ცენტრიდან მიმართა და საქართველოს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქართული ჯარი მსოფლიოში მოწოდების სიმაღლეზე დგას. პრეზიდენტმა არმიის მნიშვნელობასა და პროფესიონალიზმზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მიღწეული წარმატებების მიუხედავად, სხვა რთული ეტაპი ჯერ კიდევ გასავლელია.

“29 წელია თქვენ სახელმწიფოს საყრდენი ხართ. თქვენთან ერთად გაიზარდა და შედგა ეს სახელმწიფო და მსოფლიოში, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, თავის სიმაღლეზე დადგა. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მთლიანად იცვლება მსოფლიო. მსოფლიოს წინაშე მდგარი ასეთი დიდი გამოწვევა საქართველომ პირველ ეტაპზე ძალიან წარმატებით გაიარა, მაგრამ ჯერ წინ ბევრი, სხვა რთული ეტაპი გველის. ამ რთულ ეტაპზე თქვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ასახელეთ საქართველო თქვენი პროფესიონალიზმით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო მისიებში. ამას ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს. ამდენად, თქვენ ამ სახელმწიფოს სახე და სიამაყე ხართ, ამისათვის დიდ მადლობას გიხდით”.

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

ქვეყნის მთავარსარდალმა საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი და დაღუპული გმირები გაიხსენა. პრეზიდენტი წუხს, რომ საქართველოში ვეტერანებს შესაბამისი დაფასება არ აქვთ.

“არ შეიძლება დღეს არ გავიხსენოთ სამშობლოსათვის დაღუპული ჩვენი გმირები, რომლებიც ჩვენი მომავალი წარმატებების მონაწილენიც არიან. არ შეიძლება პატივი არ ვცეთ ჩვენს ვეტერანებს, რომლებსაც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ აქვთ ის სტატუსი, რომელიც უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ეს ყველა ჩვენგანის სურვილია, რამეთუ ძლიერი ჯარი ძლიერი ვეტერანების გარეშე არ არსებობს. ყველას უდიდეს მადლობას გიხდით. ერთად გავაგრძელოთ ჩვენი საერთო ბრძოლა და ერთად მოვიხადოთ ჩვენი ვალი სამშობლოსა და ერის წინაშე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და თავდაცვის მინისტრთან ერთად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/231601067929660/

პოპულარულები