LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი… ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ“ – მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

300
მიხეილ სააკაშვილი

„მოსამართლე, მესმის, რომ თქვენ მამთავრებინებთ, მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხოთ – თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი“ – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ გამარჯვება ძალიან ახლოს არის.

მოსამართლემ თავის მხრივ, ყოფილ პრეზიდენტს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლა დაემთავრებინა.

სააკაშვილის განცხადებით, მთელს მსოფლიოს აინტერესებს მისი აზრი, თუმცა „მოსამართლეს და მის პატრონებს – არა“:

„მოსამართლე, მესმის, რომ თქვენ მამთავრებინებთ, მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხოთ – თქვენ თუ იცით ვის ელაპარაკებით? მე ვარ მიხეილ სააკაშვილი. იცით თუ არა ჟურნალი „ეკონომისტი“? არ ვიცი, კითხულობთ თუ არა, ეს არის მსოფლიოს წამყვანი ჟურნალი. ამ ჟურნალმა მთხოვა და დავწერე იმაზე ბევრად დიდი ესე, ვიდრე ახლა გამოსვლა მქონდა. „ეკონომისტს“ და მთელს მსოფლიოს აინტერესებს ჩემი აზრი და თქვენ ბატონო მოსამართლე და თქვენს პატრონებს არ აინტერესებთ. ვეღარ გამაჩუმებთ! ცოტა ხანი დაგრჩათ. ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ახლოს. მეგობრებო, გავიმარჯვეთ სახელოვნად. აბა თქვენ იცით! ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ ვიცხოვრებთ კეთილდღეობაში, მშვიდობაში და დიქტატურის გარეშე“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას პოლიტიკოსებთან ერთად ყოფილი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც ესწრება. მას პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. ის მედიის შეკითხვებს სავარაუდოდ, სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხებს.

პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ესწრება ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი, დარბაზში იმყოფება ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბრალდებული თეიმურაზ ჯანაშიაც.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g