LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ უნამუსო შარლატანებო, ყველაფერს აქვს საზღვარი…სტუდენტმა გოგომ თავისი ძლივს შეგროვებული თანხა ნაგავში გადაყარა, რადგან მოატყუეს“ – რას წერს ზაზა თელია

2582
ზაზა-თელია

დერმატო-ვენეროლოგი, ცნობილი ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს და თავისი პაციენტის ისტორიას გვიყვება.

„პაციენტი, სტუდენტი ახალგაზრდა გოგო, იმკურნალა წარმატებით აკნეზე. 100%იანი შედეგი მივიღეთ.

სამწუხაროდ დაუდევრობით, ჩემთან შეთანხმების გარეშე იმის შიშით რომ აკნე ისევ თავიდან არ დამართნოდა, იფიქრა ანალიზებს გავიკეთებო, მივიდა ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც არაფრის მომცემი 1000 ლარის კვლევები დაუნიშნეს, ვიტამინების ნაკლებობა დაუდგინეს და თან უთხრეს – „დაგემართება აბა რა აკნე თავიდან, ვიტამინების ნაკლებობა იწვევს აკნესო“.

დაუნიშნეს მულტივიტამინები, რომლებიც პირიქით აკნეს გამომწვევია.
სტუდენტმა გოგომ თავისი ძლივს შეგროვებული თანხა ნაგავში გადაყარა, რადგან მოატყუეს.
თქვენ უნამუსო შარლატანებო, ყველაფერს აქვს საზღვარი“, – წერს ზაზა თელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g