LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენი აზრი კი არ არის საინტერესო, რაც ხდება, ისაა… ნეიტრალურები უნდა იყოთ: მეუფე ნიკოლოზი ჟურნალისტებს

124
მეუფე ნიკოლოზი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს შედეგ, სადაც ის მედიისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან სიძულვილის ენით მეტყველებაზე საუბრობს, განცხადებას მეუფე ნიკოლოზიც აკეთებს.

საზოგადოების ნაწილი და ზოგიერთი მედია ეკლესიისადმი სიძულვილის ენით მეტყველებს: ილია მეორე

ის ჟურნალისტებს მოუწოდებს, „რაც ხდება ის გააგებინონ მოსახლეობას, რადგან ჟურნალისტების აზრი საინტერესო არ არის“.

„თქვენ უნდა აღწეროთ მოვლენები, ჟურნალისტებმა, ტელევიზიებმა, რაც ხდება, ის უნდა გააგებინოთ მოსახლეობას. თქვენი აზრი კი არ არის საინტერესო, რაც ხდება, ის არის საინტერესო, თქვენ ნეიტრალურები უნდა იყოთ და სამწუხაროდ, ასე არ ხდება. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქმნით რაღაც მიმართულებას, თითქოს პასუხია ცნობილი და ამ პასუხამდე უნდა მიიყვანოთ რაღაც და არ ხდება ასე. ამიტომ, სიძულვილის ენას და სიძულვილს ჩენ ყოველთვის ვემიჯნებით“- თქვა სასულიერო პირმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g