“თუ მაშინ არ გადადექით, თქვენი გადადგომა გაფორმდება უახლოეს პერიოდში არჩევნების გზით,”- ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდიანრე აქციაზე მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა.
“ახლა დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვთ მოძალადეებს და გადაცხრილული მოქალაქეები არიან სტატუსის გარეშე, თითქოს აქ არაფერი მომხდარა და მათი სისხლი არ დაღვრილა. ამასაც ბოლომდე მივიყვანთ და თუ მაშინ არ გადადექით, თქვენი გადადგომა გაფორმდება უახლოეს პერიოდში არჩევნების გზით,”- განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.
ნებისმიერმა პოლიტიკოსმა ამ ქვეყანაში უნდა იცოდეს, რომ მთავარია ჩვენი აზრი... ვიცავთ საკუთარ თავისუფლებას - მარიამ გეგუჩაძე
"როდესაც ვინმე შეგვეწინააღმდეგება, ჩვენი რეაქცია ძალიან მკაფიო იქნება,"
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, აქცია დაიწყო. აქციის ორგანიზატორები შეკრებილებს მიმართავენ, რომ სოციალური დისტანცია დაიცვან. ამასთან, სთხოვენ, დადგნენ სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე, სადაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით სტიკერებია დაკრული.
აქციის ორგანიზატორებმა შეკრებილებს პირბადეები დაურიგეს. სამოქალაქო აქტივისტებსა და მოქალაქეებს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.