LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენით ვამაყობ“ – ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ნიაკოსა და თათულისთვის მოსწავლეებმა საქველმოქმედო ღონისძიება მოაწყვეს და თანხა გოგონების დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე გადარიცხეს – ქველმოქმედებას დების დედა ემოციურად ეხმიანება

111
სოფიო ხარშილაძე

გასულ თვეს, ხაშურში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულისთვის, ხაშურის მე-5 საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა „მწვანე ნაკვალევი“ საქველმოქმედო ღონისძიება „კულინარიის დღე“ განახორციელა.

„ნიაკომაც გაიღვიძა, თათულიც მოფხიზლდა, ხო ვიძახდი მზის გოგონები არიანთქო“ – ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების დედა

როგორც ხაშურის მეხუთე სკოლის ეკოკლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნილი კულინარიული ნაწარმი სკოლაში მიიტანეს და გაყიდეს.

„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანებისგან შემდგარი გუნდი ასე, ოჯახის წევრივით, გულთან ახლოს მიიტანდა ჩემს გასაჭირს“ – ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დების დედა დედების ფონდს მადლობას უხდის

„საქველმოქმედო ღონისძიება ჩვენი სკოლის მოსწავლეების თათულისა და ნიაკოს დასახმარებლად შედგა. ნიაკო და თათული ავტოსაგზაო შემთხვევით დაზიანდნენ, გოგონებს რეაბილიტაცია საზღვარგარეთ ესაჭიროებათ ჩვენი კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, მცირედი წვლილი შეეტანათ გოგონების გამოჯანმრთელებაში.

მოსწავლეებმა თავისი ხელით შექმნილი კულინარიული ნაწარმი: სხვადასხვა სახის ტკბილეული, ნამცხვრები, წვენები სკოლაში მოიტანეს და გაყიდეს. სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, აღებული თანხა გოგონების დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე გადარიცხეს.

დღევანდელი ღონისძიების მიმდინარეობისას ბავშვებმა განსაკუთრებული სიყვარული და თანადგომა გამოავლინეს ჩვენი გოგონებისათვის. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, ასეთი მოსწავლეები ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან, მათი სახით ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს ვხედავ“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულ საქველმოქმედო აქტივობას სოციალურ ქსელში ეხმიანება ნიაკოს და თათულის დედა – სოფიო ხარშილაძეც და წერს: „ვამაყობ თქვენით“.

ვამაყობ თქვენით♥️

Posted by სოფიო ხარშილაძე on ხუთშაბათი, 21 ნოემბერი, 2024

ვიდეო: „დედიკოს სამყარო ბავშვები…მზესავით აბრწყინებთ სამყაროს“ – ხაშურში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების დედა ემოციურ პოსტს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g