LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრაგედია ფასანაურში: მდინარე არაგვში ჯომარდობის დროს ტურისტი დაიღუპა, მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენას კი ექიმები ცდილობენ

1042
aragvii

ტრაგედია ფასანაურში. ჯომარდობის დროს არაგვში 1 ტურისტი, 23 წლის გოგო დაიღუპა, 7 წლის ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად კი ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მაშველები 23 წლის გოგოს ცხედარს ადიდებულ მდინარეში რამდენიმე საათი ეძებდნენ.

არსებული ინფორმაციით, ნავზე ინდოეთიდან ჩამოსული 4 ადამიანი იმყოფებოდა. ტურისტები ფასანაურში ჯომარდობის გამო ჩავიდნენ.

„ჩემი მეგობრები არიან. ნავზე იმყოფებოდნენ და როგორც ვიცი, ფოტოს გადაღების დროს ჩემი მეგობარი გოგო გადავარდა. ერთი მცირეწლოვანი კი კლინიკაშია გადაყვანილი. ნავზე სულ 4 ადამიანი იყო“, – აცხადებს გარდაცვლილის მეგობარი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

წყარო: მთავარი არხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g