თერჯოლაში, სოფელ კვახჭირში ტრაგედია მოხდა. მცირეწლოვანმა ძმამ, შემთხვევით ძმა მოკლა.
როგორც ცნობილია, სანადირო თოფიდან 3 წლის ბავშვს თამაშის დროს გაუვარდა და ტყვია მის 6 წლის ძმას მოხვდა.
ოჯახმა ბავშვი ქუთაისში გადმოიყვანა, სასწრაფო დახმარების ჯგუფი მათ გზაში შეხვდა, თუმცა ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.